ნიკოლოზ სამხარაძე - კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი ევროპულ გზაზე, ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას
ნიკოლოზ სამხარაძე - კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი ევროპულ გზაზე, ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებას ეხმაურება.

როგორც სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ეს არის კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე. მისივე თქმით, საქართველო ელის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოს ევროპულ გზაზე. დღეს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დელეგაციას კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ველით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მალე მიღებას“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადასცა.