ნიკოლოზ სამხარაძე -  ხელისუფლება ზაზა გახელაძის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე აყენებდა, მიმდინარეობდა მძიმე მოლაპარაკებები, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გახელაძის გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული
ნიკოლოზ სამხარაძე - ხელისუფლება ზაზა გახელაძის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე აყენებდა, მიმდინარეობდა მძიმე მოლაპარაკებები, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გახელაძის გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ზაზა გახელაძის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე აყენებდა, მიმდინარეობდა მძიმე მოლაპარაკებები როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან, ისე დე ფაქტო სეპარატისტულ რეჟიმთან.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში იყო  ჩართული.

„ძალიან რთული პერიოდი იყო, საქართველოს ხელისუფლება ზაზა გახელაძის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე აყენებდა, მიმდინარეობდა მძიმე მოლაპარაკებები როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან, ასევე დე ფაქტო სეპარატისტულ რეჟიმთან. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში იყო ჩართული.

ესენი არიან – სახელმწიფო სტუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები. ყველა მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობა იყო. საკითხი მუდმივად იდგა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, ასევე უეთო-სა და გაერო-ს მაღალ ფორუმებზე. სასიხარულოა, რომ საბოლოო ჯამში ყველა ამ ინსტიტუტის მუშაობამ, ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და დღეს ზაზა გახელაძე თავისუფალია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მუშაობა გაგრძელდეს სხვა დაკავებულების გათავისუფლების მიმართაც, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის ციხეებში. ყველა კონტაქტი იყო გამოყენებული, რათა ზაზა გახელაძე გათავისუფლებულიყო, შესაბამისად, ეს ყველას დამსახურებაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დატოვე კომენტარი