ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის აკადემიურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა
ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის აკადემიურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის აკადემიურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აღნიშნული ცენტრი მსოფლიოს ტოპოცეულში შედის. მისი თქმით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასა და რეგიონულ ინტეგრაციაზე.

დეპუტატის ცნობით, დისკუსიის დროს კითხვები იყო ანაკლიის პორტზე, რუსეთ-უკრაინის ომზე.

„მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ანალიტიკოსები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ნაყოფიერი დისკუსია შედგა“, – განაცხადა სამხარაძემ.