ნიკოლოზ სამხარაძე - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობები, დააზიანონ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ფუჭი იქნება და ქვეყანა დეკემბერში სტატუსს მიიღებს
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობები, დააზიანონ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ფუჭი იქნება და ქვეყანა დეკემბერში სტატუსს მიიღებს

იმედიანად ვართ განწყობილი და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობები, დააზიანონ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ფუჭი იქნება და საქართველო დეკემბერში სტატუსს მიიღებს.

„იმედიანად ვართ განწყობილი და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, ვიცით, რომ ეს ნაწილი არ ეშვება მცდელობებს, დააზიანონ ეს გადაწყვეტილება და როგორმე ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამაზე ისინი დიდი ხანია, მუშაობენ. ბევრი მცდელობა აქვთ, მაგრამ მგონია და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ მათი მცდელობები ფუჭი იქნება და საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.