ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი გვაქვს, ოპოზიციის არარადიკალური ნაწილი სამუშაო პროცესში ჩაერთვება და ყველანი ერთად მივაღწევთ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას, ეს არის ჩვენი ამოცანა
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი გვაქვს, ოპოზიციის არარადიკალური ნაწილი სამუშაო პროცესში ჩაერთვება და ყველანი ერთად მივაღწევთ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას, ეს არის ჩვენი ამოცანა

კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ამ სტატუსის მინიჭებით ეს პროცესი უკვე შეუქცევადი ხდება, რაც შეეხება ცხრა ნაბიჯს, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალი წლის შემოდგომისთვის ცხრა ნაბიჯი იყოს გადადგმული, რაც საშუალებას მოგვცემს, მომავალი წლის ნოემბერ-დეკემბრისთვის მივიღოთ გაწევრიანების მოლაპარაკებებზე ევროკავშირისგან გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება.

„ჩვენ ამ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. წინა კვირას პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ასევე ამ ცხრა ნაბიჯს ეხმიანებოდა. ასევე, მანამდეც იყო გადადმული ნაბიჯები, მიღებული იყო კანონი კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ისედაც ცხრა ნაბიჯის ნაწილია. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შარშან და შარშანწინ ბოიკოტს უცხადებდა სამუშაო ჯგუფებს, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიმედოვნებთ თავიანთ შეცდომებზე ისწავლიან და მომავალ წელს მაინც იმავეს არ გააკეთებენ. თუმცა, ჩვენ ამის მიუხედავად, მაინც იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციის არარადიკალური ნაწილი სამუშაო პროცესში ჩაერთვება და ჩვენ ყველანი ერთიანად მივაღწევთ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას. ესაა ჩვენი ამოცანა და ამას ჩვენ გეგმაზომიერად გავაკეთებთ“, – განაცხადა სამხარაძემ.