ნიკოლოზ სამხარაძე - ხდება იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რაც არაკეთილსინდისიერ აქტორებს საშუალებას აძლევდა, კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება პოლიტიკურ აქტივობებს მოხმარებოდა
ნიკოლოზ სამხარაძე - ხდება იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, რაც არაკეთილსინდისიერ აქტორებს საშუალებას აძლევდა, კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება პოლიტიკურ აქტივობებს მოხმარებოდა

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ გვაქვს კანონი, რომელიც ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს, რომ პოლიტიკური საქმიანობის საგარეო დაფინანსება აკრძალულია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება ხდება, რაც არაკეთილსინდისიერ აქტორებს საშუალებას აძლევდა, რომ კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება პოლიტიკურ აქტივობებს მოხმარებოდა.

„საქართველო რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა, გვაქვს კანონი, რომელიც ასევე ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედებს, რომ პოლიტიკური საქმიანობის საგარეო დაფინანსება აკრძალულია. შესაბამისად, ახლა იმ საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება ხდება, რაც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს და აქტორებს საშუალებას აძლევდა, რომ კანონის გვერდის ავლით საგარეო დაფინანსება პოლიტიკურ პარტიებზე წამოსულიყო და პოლიტიკურ აქტივობებს მოხმარებოდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.