ნიკოლოზ სამხარაძე - გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვიტა, რომ ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს
ნიკოლოზ სამხარაძე - გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვიტა, რომ ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს

გრიგოლ ვაშაძის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება და შიდა დაძაბულობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე გამოცდილი დიპლომატი და გამოცდილი პოლიტიკოსია.

„ის ძალიან კარგად ხვდება, რომ თავდასხმები და ისტერია მართლაც ანტიდასავლური და ანტიევროპული, რომელიც განხორციელდა ელჩების და იმ ქვეყნების მიმართ, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, არის ჩიხი და გზა არსაით. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში მე მგონი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია, გადაწყვიტა, რომ ის ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.