ნიკოლოზ სამხარაძე - ფინეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებულად წარიმართა, მივიღეთ დაპირება, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას აქტიურად დაუჭერენ მხარს
ნიკოლოზ სამხარაძე - ფინეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებულად წარიმართა, მივიღეთ დაპირება, რომ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას აქტიურად დაუჭერენ მხარს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ფინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებულად წარიმართა.

სამხარაძის თქმით, ქართულმა მხარემ ფინური მხარისგან მიიღო დაპირება, რომ ისინი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს ძალიან აქტიურად დაუჭერენ.

„ძალიან დადებითი განწყობა იყო თითოეულ შეხვედრაზე. ყველა შეხვედრაზე მხარდაჭერა დაგვიდასტურეს საქართველოს ევროპული არჩევანის გზაზე. ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ განვლილი პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. სხვათა შორის, მათ ბევრი რამ ახლებურად დაინახეს ჩვენი ვიზიტის შემდეგ. თითოეული შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ ჩვენ ფინეთში ჩამოვედით. მათ ინფორმაცია პირველი ხელიდან მიიღეს იმ პროცესებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში ვითარდება. ფინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი წარმატებულად წარიმართა და ფინური მხარისგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი საქართველოს მხარს დაუჭერენ და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას მხარს ძალიან აქტიურად დაუჭერენ. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მომხრე იყო ევროკავშირის გაფართოების და მათი ეს მიდგომა არც ახლა შეიცვლება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.