ნიკოლოზ სამხარაძე - „ევროპული საქართველოს“ ამბავი ანეკდოტია, პარტიას მანდატი არ აქვს და კენჭისყრას ატარებს, პარლამენტში შევიდეს თუ არა
ნიკოლოზ სამხარაძე - „ევროპული საქართველოს“ ამბავი ანეკდოტია, პარტიას მანდატი არ აქვს და კენჭისყრას ატარებს, პარლამენტში შევიდეს თუ არა

„ევროპული საქართველოს“ ამბავი ანეკდოტია, პარტიას მანდატი არ აქვს და კენჭისყრას ატარებს, პარლამენტში შევიდეს თუ არა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სასაცილოა, რასაც აღნიშნული პარტია აკეთებს.

„ევროპული საქართველოს“ ამბავი ანეკდოტია, რადგან პარტიას მანდატი არ აქვს და კენჭისყრას ატარებს, პარლამენტში შევიდეს თუ არა. მათ ამბავზე პოლიტიკურად წარუმატებლის თქმა კარგი შეფასებაა. სასაცილოა, რასაც ისინი აკეთებენ. ეს არის ამ პარტიის დაშლის დასაწყისი. რაც შეეხება იმას, ვინც მათი პარტიის რიგებიდან მანდატი მოიპოვეს, არ ვიცი, პარტიის შიგნით რა შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ ძალიან უცნაური იყო, როცა პარტიის ლიდერები სიის სათავეში არ იყვნენ. ამაზე პასუხის გაცემა რთულია. ზოგადად, რა თქმა უნდა, მისაღები არ არის, როცა მანდატს ერთი პარტიით მოიპოვებ, შემდეგ პარტიას ტოვებ და მანდატს – არა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დატოვე კომენტარი