ნიკოლოზ სამხარაძე - „ევროპულ საქართველოს” კარგი შანსი ჰქონდა, ჩამოყალიბებულიყო ანგარიშგასაწევ ძალად, თუმცა თავისი წინდაუხედაობით ეს შანსი ხელიდან გაუშვა
„ევროპულ საქართველოს” კარგი შანსი ჰქონდა, ჩამოყალიბებულიყო ანგარიშგასაწევ ძალად, თუმცა თავისი წინდაუხედაობით თუ გადაწყვეტილებებით ეს შანსი ხელიდან გაუშვა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „ევროპულ საქართველოში“ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველო” პარლამენტში, ოთხი წლის განმავლობაში მთავარი ოპოზიციური ძალა იყო. მათ საპარლამენტო არჩევნებზე კი, სამი პროცენტი მიიღეს. როცა ასეთი პარტია არჩევნებში მწარედ მარცხდება, ლოგიკურია ის პროცესი, რაც მიმდინარეობს. „ევროპულ საქართველოს” კარგი შანსი ჰქონდა, რომ ჩამოყალიბებულიყო საკმაოდ მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ ძალად, ასევე კონსტრუქციულ ოპოზიციად, თუმცა თავისი წინდაუხედავობით თუ გადაწყვეტილებებით ეს შანსი ხელიდან გაუშვეს“, – განაცხადა სამხარაძემ.
„ევროპულ საქართველოში” დღეს შეხვედრა იმართება, რომლის შემდეგაც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე განცხადებას გააკეთებს.