ნიკოლოზ სამხარაძე - „ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს პარლამენტში შემოსვლისკენ მოუწოდოს
ნიკოლოზ სამხარაძე - „ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს პარლამენტში შემოსვლისკენ მოუწოდოს

„ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს პარლამენტში შემოსვლისკენ მოუწოდოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მოქმედებს დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებით.

„ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს მოუწოდოს, რომ დემოკრატიულად იმოქმედონ და პარლამენტში შემოვიდნენ, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა. სახელმწიფო დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მოქმედებს ევროპული, დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებით. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კითვის ნიშანი რომ არ იყოს, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ვენეციის კომისიამ ამაზე დასკვნა გააკეთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიის“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

დატოვე კომენტარი