„ევროპის სახალხო პარტია“ - საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ
„ევროპის სახალხო პარტია“ - საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ სოციალურ ქსელ „თვითერში“ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს.

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის დეკლარირებული ღირებულებებისკენ და ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, რომ მოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი