ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპელი პარტნიორებისთვის კარგი მოსასმენი არ არის, რაც აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაიწერა, უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროპელი პარტნიორებისთვის კარგი მოსასმენი არ არის, რაც აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაიწერა, უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნათელია, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.

როგორც სამხარაძემ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის შეფასებისას აღნიშნა, დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერებიცაა.

„ეს ამერიკის ხელისუფლების პოზიციაა. რა თქმა უნდა, ევროპელი პარტნიორებისთვის კარგი მოსასმენი არ არის, რაც უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაიწერა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამაში სიმართლის მარცვალი არსებობს. ნათელია, რომ უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ახლებურად გაიაზრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას, დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერებიც არის. ალბათ სასურველია, რომ ამერიკის, ევროპისა და ევრoკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები ერთმანეთთან დაახლოვდეს, რადგან სახეზეა აზრთა სხვადასხვაობა. საქართველოს კონტექსტში კარგი არ არის, როცა ამერიკისა და ევროკავშირის პოზიციებს შორის ძირეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეიცავს ევროპის მიმართ კრიტიკას, მათ შორის სიტყვის თავისუფლების ცენზურის გამო. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არ აისახება დიდწილად მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო.