ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკომისიის გადაწყვეტილება არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვით უამრავ საჯარო მოხელეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობასა და ხალხს
ნიკოლოზ სამხარაძე - ევროკომისიის გადაწყვეტილება არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვით უამრავ საჯარო მოხელეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობასა და ხალხს

ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც სამხარაძე წერს, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

„შესანიშნავი სიახლე საქართველოსთვის. ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს არის წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანა უამრავმა საჯარო მოხელემ, პარლამენტის წევრებმა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა 2030 წლისთვის ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.