ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირი თუ გაემიჯნება ძალადობას, გინებას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, მაშინ ვირწმუნებთ, რომ მიუკერძოებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ

16:35, 29.09.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირი არ ემიჯნება ძალადობას, რაც ქართულ საზოგადოებაში მის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

სამხარაძის თქმით, ევროკავშირის წევრობა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება და შესაბამისად, საზოგადოების თვალში ევროკავშირის იმიჯის შელახვა არ სურთ.

„ერთი მხრივ, თავდასხმასა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე როცა არის დუმილი და წაყრუება, ხოლო მეორე მხრივ, ყველაფრის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მუდმივი კრიტიკა, ეს მიკერძოებული მიდგომაა. მსგავსი სახის ქმედებებს როცა არ გმობ, შეიძლება, ეს წახალისებად იყოს აღქმული. ევროკავშირი თუ გაემიჯნება ძალადობას, გინებას, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, მაშინ ვირწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში, ევროკავშირი მიუკერძოებელია, თუმცა, სამწუხაროდ, ამის დადასტურებას ვერ ვხედავთ. ამ ყველაფრით ევროკავშირის საქმე არ კეთდება, რადგან ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირს იმიჯი ელახება. ეს კვლევებითაც დასტურდება. ეს ყველაფერი მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. ეს ფაქტი ჩვენც არ გვიხარია, რადგან ევროკავშირის წევრობა ისევ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ამიტომ, არ გვინდა, ევროკავშირის იმიჯი ასე დაზარალდეს. მოვუწოდებთ და ვეუბნებით, არასწორად იქცევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი პოლიტიკა გრძელდება. კაია კალასი დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონს. მათი ქცევის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის“, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.

მსგავსი