ვენაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება.