ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა
ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას განხილვის მთავარ თემებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

„ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საქართველოს მეგობრები და გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც პროგრესზე, ასევე გამოწვევებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მომავალშიც დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად ევროპასა და მის უსაფრთხოებაზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.