ნიკოლოზ სამხარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, უნგრეთმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს, ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყოს
ნიკოლოზ სამხარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, უნგრეთმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს, ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყოს

უნგრეთს ევროპულ საბჭოში ხმის უფლება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს, საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ-უნგრული ურთიერთობების განსავითარებლად საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი მნიშვნელოვანია.

„უნგრეთთან არსებობს ორმხრივი ურთიერთობები. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, ვიზიტია არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, არამედ მთავრობის სხვა წევრების. ქართულ-უნგრული ურთიერთობების განსავითარებლად ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროკავშირში, რომელიმე ქვეყანაში პრორუსული მთავრობაა, ეს აბსურდია. ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში პრორუსული მთავრობა თუ იქნებოდა, ის მთავრობა ქვეყნის ევროკავშირიდან და ნატო-დან გამოყვანას შეეცდებოდა, პრორუსული მთავრობა ასე მოიქცეოდა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ორბანი არის პრორუსული პოლიტიკოსი. უბრალოდ, ორბანს სხვა ხედვა აქვს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, განუხრელად გამოდის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. შეიძლება, რიგ შემთხვევებში, ეს არ იყოს სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკასთან თანხვედრაში, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, რომ ამის გამო მას პრორუსი პოლიტიკოსი დავარქვათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.