ნიკოლოზ სამხარაძე - სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ, „ქოლცენტრებზე“ გამოძიება დაასრულონ, ამას თუ ვერ გააკეთებენ, შემდეგ შეგვიძლია, ვიფიქროთ საგამოძიებო კომისიაზე
ნიკოლოზ სამხარაძე - სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ, „ქოლცენტრებზე“ გამოძიება დაასრულონ, ამას თუ ვერ გააკეთებენ, შემდეგ შეგვიძლია, ვიფიქროთ საგამოძიებო კომისიაზე

დრო უნდა მივცეთ როგორც ქართველ, ასევე ევროპელ სამართალდამცავებს, გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ და დანაშაულებრივი სქემა გამოავლინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სამართალდამცავების მხრიდან დაწყებულ საგამოძიებო პროცესს შეუშლის ხელს.

„ევროპელი სამართალდამცავების მიერ გამოძიება როცა მიმდინარეობს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა არ შეიძლება, რადგან ბევრი საკითხია, რაც საჯარო არ უნდა გახდეს. გამოძიების ქვეშ ვინც არიან, სწორედ ამ საჯაროობის შემდეგ შეეცდებიან, თავიდან აიცილონ სასჯელი. ამიტომ ჩვენ დრო უნდა მივცეთ როგორც ქართველ, ასევე ევროპელ სამართალდამცავებს, გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ და დანაშაულებრივი სქემა გამოავლინონ. ამას თუ ვერ გააკეთებენ, ამის შემდეგ შეგვიძლია, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ვიფიქროთ. მანამდე ეს მოთხოვნა პირდაპირი ხელის შეშლაა ქართველი და ევროპელი სამართალდამცავების გამოძიებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.