ნიკოლოზ სამხარაძე – დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

17:15, 07.10.2026

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იყო იმ საერთო პრობლემატიკაზეც, რომელიც საქართველოს აქვს, მაგალითად, უცხოური ჩარევები.

„ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან მათი გამოცდილება მოვისმინეთ სხვათაშორის, სულ ახლახან, ბრიტანულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი მიიღეს. ასევე საუბარი გვქონდა მავნე ონლაინ გავლენაზე ახალგაზრდების, ბავშვების წინააღმდეგ და ამის შესახებაც კანონია ახლახან მიღებული. საუბარი იყო ჰიბრიდულ საფრთხეებზეც. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპაციის თაობაზე და მადლობა ვუთხარით მას, რომ ბოლოს და ბოლოს, დიდი ბრიტანეთი იყენებს უკვე ტერმინს „ოკუპაცია“ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში, საკმაოდ საინტერესო საუბარი, მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ეს ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში უკვე მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ლონდონშიც“, – განაცხადა სამხარაძემ.

მსგავსი