ნიკოლოზ სამხარაძე – დღეს თბილისის ცენტრში 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მოუთმენლად ველოდებით 2012 წლის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვებას
მოუთმენლად ველოდებით 2012 წლის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეკრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„დღეს თბილისის ცენტრში 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე. მოუთმენლად ველოდებით 2012 წლის შემდეგ ზედიზედ მერვე გამარჯვებას. უპრეცედენტო გამარჯვებების სერია საქართველოს ისტორიაში“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში.
More than 100K people gathered downtown Tbilisi today for the pre-election campaign rally of Georgian Dream party. Looking forward to 8th straight win in elections since 2012. Unprecedented winning streak in🇬🇪 history. https://t.co/8WfQktlabI
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) October 27, 2021