ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოთ მაკედონიის არჩევნებზე ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა
ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოთ მაკედონიის არჩევნებზე ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილოთ მაკედონიის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

ნიკოლოზ სამხარაძე მისიის ხელმძღვანელად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას რეკომენდაციით ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, იან ბორგმა დანიშნა.

„მოხარული ვარ, რომ თქვენი რეკომენდაციით ვნიშნავ პატივცემულ ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს, რათა მან სპეციალური კოორდინატორის რანგში უხელმძღვანელოს ეუთო-ს მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში 2024 წლის 8 მაისს გაიმართება და რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარადგინოს არჩევნების შემდგომი წინასწარი განცხადება. წარმატებას ვუსურვებთ ბატონ სამხარაძესა და ყველა დამკვირვებელს ამ მნიშვნელოვან საქმეში“, – აღნიშნულია იან ბორგის წერილში.

ამასთან, სოციალურ ქსელში X-ში პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ სამხარაძე.

„პატივია, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიერ დავინიშნე სპეციალურ კოორდინატორად, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე“, – წერს სამხარაძე.