ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთის ახალგაზრდული ფედერაციის ხელმძღვანელთან შედგა საინტერესო დისკუსია, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელიც ეხება ახალგაზრდობის ინოვაციურ პროექტებში ჩართვას

17:01, 10.11.2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები სრულიად ჩინეთის ახალგაზრდული ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

სამხარაძის განმარტებით, საუბარი შეეხო, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის გაცვლით პროექტებს, ერთობლივი ტრენინგების ჩატარებასა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებს.

„აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა ახალგაზრდულ ფედერაციასთან ზოგადად ქართულ-ჩინური ურთიერთობების ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი შეხვედრიდან უფრო აქტიურად დაიწყება ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. ძალიან ნაყოფიერი, ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, ბევრ საკითხზე გვქონდა თანხვედრა, მათ შორის იმ მიმართულებებში, რომლებიც ეხება ახალგაზრდობის ეკონომიკაში ჩართვას, ინოვაციურ პროექტებში ჩართვას. ამ მხრივ მივაღწიეთ შეთანხმებებს და მნიშვნელოვანია, რომ უკვე ამ შეთანხმების შედეგად ჩვენ სამომავლოდ უფრო აქტიურად ვითანამშრომლეთ ჩინურ მხარესთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი