ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა

16:56, 22.07.2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი