ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

22:56, 03.03.2026

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელძღვანელს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შესანიშნავი საუბარი გვქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გამოწვევებზე უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონში, შუა დერეფანზე/TRIPP-ზე („ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

მსგავსი