ნიკოლოზ სამხარაძე – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

13:19, 31.07.2026

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხდა.

სამხარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახლად დანიშნულ შემსრულებელს, ემი დიაზს საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.  ემი დიაზთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკვე გამართა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს.

მსგავსი