ნიკოლოზ სამხარაძე - არ ვიცი, სად მოიძებნება ადგილი უგულავასა და ბაქრაძისთვის, თუმცა ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ისინი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მან არ იცის, რა კონფგურაციაზე საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„არ ვიცი, რა კონფიგურაციაზე ლაპარაკობენ. არც ის ვიცი, სად მოიძებნება უგულავასა და ბაქრაძისთვის ადგილი. თუმცა მათთვის ადგილი რომ მოიძებნება, ამაში არც ადრე მეპარებოდა ეჭვი და არც ახლა, რადგან ისინი ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მომავალ კონფიგურაციაში დავით ბაქრაძისთვის და გიგი უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი.