მიხეილ სააკაშვილი - მიმაჩნია, რომ მომავალ კონფიგურაციაში დათო ბაქრაძისთვის და გიგი უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი
მიხეილ სააკაშვილი - მიმაჩნია, რომ მომავალ კონფიგურაციაში დათო ბაქრაძისთვის და გიგი უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მომავალ კონფიგურაციაში დავით ბაქრაძისთვის და გიგი უგულავასთვისაც მოიძებნება ადგილი.

„მიმაჩნია, რომ მომავალ კონფიგურაციაში დათო ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვის, ყველასთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „მათ შორის თქვენი გუნდის გვერდითაც?“, სააკაშვილი პასუხობს: „ახლა საჭიროა ყველას ერთიანობა, მაგრამ, რაც მთავარია, ქართული საზოგადოების ერთიანობა, თუ თანამდებობის განაწილება დაიწყო ვინმემ, რას ინაწილებენ, ახლა საქართველო არის გადასარჩენი, რასაც ახლა ნიკა მელია აკეთებს, თანამდებობისთვის ბრძოლა ხომ არ არის, ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნება იდეას და მუდმივ მოძრაობას. ახლა გუნდების გაყოფა საერთოდ აღარ არის… ან მთელი ქართული საზოგადოება ჩამოიფერთხავს ამ ტალახს, ან საქართველო გაქრება, რა გუნდებზე, გადანაწილებაზე, რა კონფიგურაციებზე ვლაპარაკობთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.