ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული
ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული

არ მგონია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, ყველაფერი, რაც შეეხებოდა იმ ღამეს, არის ნათელი და პასუხგაცემული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეების აღძვრა არ ხდება.

„მოტივებზე თუ არის საუბარი, მოტივების გამო სისხლის სამართლებრივი საქმეები არ აღიძრება ნამდვილად. იმ პერიოდში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღებოდა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, შიგნით რა ხდებოდა, მაშინ გუნდის წევრი არ ვიყავი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გიორგი გახარია იყო პრემიერი და ძალიან კარგად უმკლავდებოდა მათ შორის პანდემიის ნაწილს, ამაზე არავინ ვდაობთ, თუმცა არის რიგი კითხვები იმ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იყო განხორციელებული“, – განაცხადა სამხარაძემ.