ნიკოლოზ სამხარაძე - ანკარაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, სადაც თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება
ნიკოლოზ სამხარაძე - ანკარაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, სადაც თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება

ანკარაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში იქნება საუბარი ისეთ მიმართულებებზე, სადაც ქვეყნებს შორის მეტი თანამშრომლობა და თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება იყოს.

„დღეს ანკარაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იწყება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შეხვედრები გვექნება თურქეთის ეროვნულ მეჯლისში, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მეგობრობის ჯგუფთან. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენ შორის ბევრი ფორმატი არსებობს როგორც ორმხრივი, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის. ამ ვიზიტისას იმ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, სადაც უფრო მეტი თანამშრომლობა და თანამშრომლობის გაღრმავება შეიძლება იყოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.