ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში სანქციებზე საუბარი არ არის

13:15, 25.02.2021

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესებას არ ელოდება.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში – არც ევროკავშირის და არც ამერიკის შეერთებული შტატების, სანქციებზე საუბარი არ არის.

„თუ ვინმე სანქციებზე თუნდაც აკადემიურ წრეებში ან პოლიტიკურ პარტიებში საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლე იქნება. სანქციებს არ ველოდები”, – განაცხადა სამხარაძემ.

 

მსგავსი