ნიკოლოზ მარსაგიშვილი - კანდიდატების ფორმალურად მონაწილეობასთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება რომ მცოდნოდა, მისი აცილების საკითხს დავაყენებდი
ნიკოლოზ მარსაგიშვილი - კანდიდატების ფორმალურად მონაწილეობასთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება რომ მცოდნოდა, მისი აცილების საკითხს დავაყენებდი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, მას რომ სცოდნოდა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელი განცხადება, კანდიდატი მისი აცილების საკითხს დააყენებდა.

საუბარია ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაზე, როდესაც მან აღნიშნა, რომ ბევრი კანდიდატი მოსამართლეთა სიაში ფორმალური კონკურენციის მიზნით მოხვდა.

„ჩემთვის გასაუბრების პროცესში გახდა ცნობილი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები გასაუბრებაში მასობრივ მონაწილეობას იღებენ და საკუთარ თავს კანდიდატებად არ მიაზრებენო. ვფიქრობ, რომ ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება და წინასწარ გამოხატული აზრი. შესაძლოა, პირადად ჩემს მიმართ არა, მაგრამ ზოგადად კი. ამდენად, ეს ინფორმაცია რომ მცოდნოდა, შესაძლოა საბჭოს წინაშე ამ საფუძვლით აცილების შუამდგომლობა დამეყენებინა, რადგან მან წინასწარ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ჩემი, როგორც კანდიდატის მიმართ“, – განაცხადა მარასგიშვილმა.