ნიკოლოზ მაჭუტაძე - ჯერ კიდევ არისტოტელე იძახდა, ადამიანი პოლიტიკური ცხოველიაო, მისი ყველა აქტიურობა საჯარო სივრცეში არის უკვე პოლიტიკა
ნიკოლოზ მაჭუტაძე - ჯერ კიდევ არისტოტელე იძახდა, ადამიანი პოლიტიკური ცხოველიაო, მისი ყველა აქტიურობა საჯარო სივრცეში არის უკვე პოლიტიკა

არ არსებობს პროცესი, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, შესაბამისად, ეს აქცია არის მხარდამჭერიც და არის პოლიტიკურიც, ამის შესახებ  მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკოლოზ მაჭუტაძემ რუსთაველზე გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რუსთაველზე შვილმკვდარი ადამიანების სოლიდარობის ნიშნად მივიდა, თუმცა ადამიანის ყველა აქტივობა პოლიტიკას უკავშირდება.

„მოვედით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ შვილმკვდარ ადამიანებს და დავგმოთ უსამართლობა. ბოლშევიზმი, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ემუქრება ტრაგედიებით, დამნაშავეებზე ხელის დაფარებით, უნდა დასრულდეს ყველგან. ჯერ კიდევ არისტოტელე იძახდა, ადამიანი პოლიტიკური ცხოველიაო, მისი ყველა აქტიურობა საჯარო სივრცეში არის უკვე პოლიტიკა და შესაბამისად, არ არსებობს პროცესი, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, ეს აქცია არის მხარდამჭერიც და არის პოლიტიკურიც”-აცხადებს ნიკოლოზ მაჭუტაძე.

რუსთაველზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერების ორგანიზებით,  აქცია იმართება. ოპოზიციური პარტიების წევრები ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.