ნიკოლოზ გაგუა - სავალუტო ფონდის ანგარიში იწონებს მთავრობის განხორციელებულ ცვლილებებს
ნიკოლოზ გაგუა - სავალუტო ფონდის ანგარიში იწონებს მთავრობის განხორციელებულ ცვლილებებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად, ხელფასების ზრდა.

ნიკოლოს გაგუას თქმით, სავალუტო ფონდის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება არ ყოფილა დამატებითი რეკომენდაცია, არამედ პირიქით, ამ ჩანაწერით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოიწონეს.

“ბუნებრივია, ამ დოკუმენტს კარგად ვიცნობთ. ეს დოკუმენტი იწონებს მთავრობის განხორციელებულ ცვლილებებს. რაც შეეხება მიმდინარე ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ჩანაწერს, ეს არ ყოფილა დამატებითი რეკომენდაცია, პირიქით ის ღონისძიებებია, რომელიც მთავრობამ განახორციელა. აღნიშნული ჩანაწერით ეს ღონისძიებები მოგვიწონეს. იცით, რომ ჩვენ მიმდინარე წელს დაახლოებით 100 მილიონი სახელფასო ხარჯი შევამცირეთ, წინა წელთან შედარებით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

შეკითხვაზე მოუწოდებს თუ არა ანგარიშში სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ხელფასების დამატებით შემცირებისკენ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დამატებით გაკეთდება კომენტარი.