ნიკოლოზ გაგუა - რყევებისგან დასაცავად ყველაზე სწორი, ეფექტიანი და აკადემიური პოლიტიკა არის ლარიზაცია
ნიკოლოზ გაგუა - რყევებისგან დასაცავად ყველაზე სწორი, ეფექტიანი და აკადემიური პოლიტიკა არის ლარიზაცია

ლარის რყევებისგან საზოგადოება უნდა იყოს დაცული და ამის ყველაზე სწორი, ეფექტიანი აკადემიური პოლიტიკა არის ლარიზაცია, რომელიც ყველამ ერთობლივად უნდა განვახორციელოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ლარის მერყეობა ბოლო პერიოდში დიდი ყურადღების საგანია.

„თქვენ ადევნებთ თვალს ბოლო დინამიკას. საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად მცირდება.  შარშან გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება და წელს შესაძლოა, რეკორდულად დაბალ დონეზე ჩამოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ, ბოლო პერიოდში ევრო დოლართან როგორ მერყეობს. დოლარი პრაქტიკულად ისევე გამყარდა ევროსთან, როგორც ლართან. საუბარი ზედმეტია თურქეთში არსებულ მდგომარეობაზე. ბუნებრივია, ეს არის ისეთი მერყეობები, რომელიც ხდება და რომლის თავიდან აცილებაც საკმაოდ რთულია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, კურსის რყევების თავიდან ასაცილებლად მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ლარიზაცია.

„აღნიშნული რყევებისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს. ამის ყველაზე სწორი, ეფექტიანი, აკადემიური პოლიტიკა არის ლარიზაცია, რომელიც ყველამ ერთობლივად უნდა განვახორციელოთ, მათ შორის, მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა“, – განაცხადა ჟურნლისტებთან საუბარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

დატოვე კომენტარი