ნიკოლოზ გაგუა – „ფიტჩის“ ანგარიშში მაღალ დონეზეა შეფასებული ქვეყნის ფისკალური მდგრადობა

16:04, 13.02.2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ „ფიტჩის“ ანგარიშში მაღალ დონეზეა შეფასებული ქვეყნის ფისკალური მდგრადობა.

მისი თმით, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად აფასებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

„სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ჩვენი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია მმართველობისა და ბიზნესგარემოს მაღალი ხარისხით“, – აღნიშნავს ნიკოლოზ გაგუა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, უცვლელი დატოვა.

მსგავსი