ნიკოლოზ გაგუა - დაგეგმილი რეფორმები ბიზნესის კეთების რეიტინგში შემდგომ წინსვლას უზრუნველყოფს
ნიკოლოზ გაგუა - დაგეგმილი რეფორმები ბიზნესის კეთების რეიტინგში შემდგომ წინსვლას უზრუნველყოფს

საქართველოში დაგეგმილი რეფორმები ბიზნესის კეთების რეიტინგში შემდგომ წინსვლას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ისტორიულად მაქსიმალური ქულა აქვს.

„უმეტეს კატეგორიებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს. განსაკუთრებით გამოვყოფდი სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ინდიკატორს, ასევე გადასახადის გადახდის სიმარტივის ინდიკატორს“, – აღნიშნა გაგუამ.

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business 2020) საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. შესაბამის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა, რადგან 2019 წლის ანგარიშში ქვეყანა მეექვსე ადგილს იკავებდა.

ამასთან, 2020 წლის ანგარიშში საქართველო შეფასებულია 83,7 ქულით. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შეადრებით 0,2 ქულით გაუმჯობესდა.