ნიკოლოზ გაგუა - ჩვენი მიზანია, საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობა და მოქალაქეთა ჩართულობის მასშტაბი თანდათანობით გავზარდოთ
ნიკოლოზ გაგუა - ჩვენი მიზანია, საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობა და მოქალაქეთა ჩართულობის მასშტაბი თანდათანობით გავზარდოთ

თვითდასაქმებულებს შეუძლიათ, თავიანთი ყოველწლიური შემოსავალი ერთჯერადად დაადეკლარირონ, რის შედეგადაც მთავრობა საპენსიო ანგარიშზე მათ შენატანს 2%–ს დაამატებს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ, ახალ სქემაში მიიღონ მონაწილეობა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ პირველივე წელს სისტემაში თვითდასაქმებულთა 100% ჩაერთვება, თუმცა ჩვენი მიზანია, საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობა და მოქალაქეთა ჩართულობის მასშტაბი თანდათანობით გავზარდოთ“, – განაცხადა გაგუამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა ისარგებლოს ახალი სისტემით მაგალითად, ტაქსის მძღოლმა, რომლის შემოსავალი ყოველდღიურად სხვადასხვაგვარია, ნიკოლოზ გაგუამ თქვა, რომ აღნიშნულ სისტემაში ე.წ. არაფორმალური სექტორის ჩართვის ტექნიკური შესაძლებლობა არ არსებობს.

„ჩრდილოვანი სექტორისთვის, რომელიც გადასახადებს მალავს და არ იხდის, სისტემა დაკეტილია მანამ, სანამ ისინი თავად არ გადაწყვეტენ, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და ბიზნესსაქმიანობა ლეგალურად გააგრძელონ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.