ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდმა „ქართუმ“ რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა განახორციელა
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ფონდმა „ქართუმ“ რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა განახორციელა

ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამა, რაც გულისხმობდა როგორც ნაკრების ფინანსურ მხარდაჭერას, ისე ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური ბაზების შექმნას, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, დღეს სარაგბო ბაზები არის როგორც თბილისში, ასევე თითქმის ყველა რეგიონში.

„ჯამში გაკეთდა, აღიჭურვა და რაგბს გადაეცა 15 სარაგბო კომპლექსი, რომელზეც განლაგებულია 27 მოედანი. ეს აძლევს შესაძლებლობას ჩვენს რაგბს, ამ პროგრამის წყალობით, რომელზეც დაახლოებით დაიხარჯა 200 მილიონი ლარი, ახალი გამარჯვებები მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. მივიჩნევთ, რომ ეს პროგრამა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ქართული რაგბი ესოდენ წარმატებული გახდა და ჩვენი ნაკრები წლიდან-წლამდე აუმჯობესებს შედეგს. მიმაჩნია, რომ პასუხი ჩვენს აქტივობაზე გახდა ის, რომ შარშან მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ფონდის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა, როგორც ერთმა ადამიანმა ერთი კონკრეტული ქვეყნის რაგბის განვითარებაში”, – განაცხადა ჩხეტიანმა.

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი დღეს გადასცა. ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია.