ნიკოლოზ ჩხარტიშვილი - შიდსით დაავადებულთა რაოდენობა მზარდია
ნიკოლოზ ჩხარტიშვილი - შიდსით დაავადებულთა რაოდენობა მზარდია

შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ჩხარტიშვილის განცხადებით, შიდსით დაავადებულთა რაოდენობა მზარდია და შესაბამისად, უნდა მოხდეს შიდსთან ბრძოლის უფრო ეფექტური სტრატეგიის შემუშავება. სწორედ ამ მიზნით იგეგმება უკვე 2018 წლიდან C ჰეპატიტის სკრინინგ პროგრამასთან მოხდეს შიდსის გამოკვლევის ინტეგრირებაც.

“ბოლო რამოდენიმე წელია, რაც  ქვეყანაში ყოველწლიურად  დაახლოებით 1000 -1100  ადამიანი ინფიცირდება. 2016 წელს იყო 11000, 2015 წელს იყო ათი ათასი და ა.შ. არის ერთგვარი ნაპრალი ინფიცირების მაჩვენებელსა და გამოვლენას შორის. სულ  შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვი არის 12 ათასი კაცი და დაახლოებით ხუთი ათასმა კაცმა იცის თავის დიაგნოზის შესახებ”,- განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა.

დატოვე კომენტარი