პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ, მაიამის „მასტერსის“ დასრულების შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სამი პოზიცია მოიგო ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
მან მაიამიში ერთი წრის გავლა მოახერხა და ახლა, 655 ქულით, 86-ე ადგილზე იმყოფება.
ტოპათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ვერ შეინარჩუნა მაიამიში შარშან მოპოვებული ტიტული, ბევრი ქულა დაკარგა და პირველობა ისევ რაფაელ ნადალმა მოიპოვა.
მაიამის ფინალისტმა ალექსანდრ ზვერევმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ჩემპიონმა ჯონ ისნერმა კი რვა საფეხური მოიგო და მეცხრე ჩოგანია.
ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეული ასეთია:
1(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 770
2(1). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
3(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 985
4(5). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 925
5(4). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 635
6(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 470
7(7). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 665
8(8). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 390
9(17). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 125
10(9). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 110