ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ბალახის საფარიან კორტზე პირველი მატჩი გამართა. 250-ან ტურნირზე მისი მეტოქე ATP რეიტინგის 57-ე ჩოგანი, იტალიელი, 20 წლის ლორენცო მუსეტი იყო.
7 ივნისს ამ შეხვედრის დასრულება წვიმის გამო ვერ მოხერხდა და მატჩი მეორე დღისთვის გადაიდო. თამაში მაშინ შეწყდა, რიდესაც ნიკა სეტში 4:2-ს, თავის მოწოდებაზე კი 30:0-ს, იგებდა. გაგრძელების შემდეგ, ბუნებრივია, ქართველ ჩოგბურთელს საბოლოო გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვება – 7:5, 6:3 და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 27 წლის ავსტრალიელი, APT რეიტინგის 78-ე ჩოგანი ნიკ კირიოსი იქნება, რომელმაც პირველ წრეში 20 წლის ჩეხი ირჟი ლეჰეკა ორ სეტში 7:6(3), 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილი და კირიოსი აქამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2017 წელს, ჩინეთში, ნიკა ავსტრალიელთან ორ სეტში 1:6, 2:6 დამარცხდა.