ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაასრულა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრის დასრულება იტალიელ ფლავიო კობოლისთან ტრავმის გამო ვერ მოახერხა. მატჩი მაშინ შეწყდა, როდესაც იტალიელი პირველ სეტს იგებდა – 5:2.
კობოლი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 183-ე ადგილს იკავებს და რომის მასტერსზე ასპარეზობის უფლება „უაილდ ქარდის“ მიღებით მოახერხა. რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი კლასიფიკაციაში 173-ე ადგილზეა.
ნიკოლოზის უკანასკნელი გამარჯვება პროფესიულ ტურში 2023 წლის 18 თებერვლით თარიღდება. მაშინ მან დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქი ჯემ იკელის ორ სეტში დამარცხება მოახერხა.
31 წლის ბასილაშვილს კარიერის მანძილზე ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.