ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის რეკორდი დაამყარა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი საფეხურით მაღლა აიწია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში. ბასილაშვილს დუბაის ტურნირზე გამოსვლის შემდეგ 45 ქულა მოემატა და 1865 ქულით მე-18 ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

გასულ კვირას, ბასილაშვილმა დუბაის ATP 500 კატეგორიის ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. მან პირველ ორ წრეში მოუგო რუს კარენ ხაჩანოვსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, რის შემდეგაც ნახევარფინალში გადასასვლელი მატჩი დათმო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან.

ბასილაშვილის შემდეგი სამიზნე მე-17 ადგილზე მყოფი იტალიელი ფაბიო ფონინია, რომელიც ქართველს მხოლოდ 20 ქულით უსწრებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი იქნება ინდიან უელსის მასტერსი, რომელიც შვიდ მარტს დაიწყება.