ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალი ორ სეტში წააგო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალი ორ სეტში წააგო #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ჰამბურგის ATP500 კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. მან უშანსოდ დათმო შეხვედრა სერბ ლასლო ჯერესთან – 2:6, 2:6. მატჩი საათო და ოთხი წუთი გაგრძელდა.

ქართველ ჩოგბურთელს გერმანიაში გამოსვლა მერვერფინალიდან უნდა დაეწყო, მაგრამ უბრძოლველად გავიდა მეოთხედფინალში, რადგან მის მეტოქეს არგენტინელ სებასტიან ბაესს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ბასილაშვილი არ აღმოჩნდა მზად მეოთხედფინალში ჯერეს წინააღმდეგ სათამაშოდ. სერბმა პირველ სეტში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი ხუთი ასეთი შანსი ჰქონდა და ორის გამოყენება მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვერც მეორე სეტში მიაღწია ბრეიკ-პოინტამდე, ჯერემ კი ისევ ორი ბრეიკი შეასრულა და იოლად გავიდა ნახევარფინალში, სადაც ტურნირის პირველ ნომერს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება.

შეგახსენებშ, რომ ჰამბურგის პირველობა ბასილაშვილის საყვარელი ტურნირია. მას აქ ორჯერ აქსვ მოგებული ტიტული.