ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეში მერვედფინალი წააგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეში მერვედფინალი წააგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. მან მერვედფინალური მატჩი უშანსოდ დათმო ხორვატი ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ. საათი და 20 წუთი ბრძოლის შემდეგ, ჩორიჩმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:2.

მთელი მატჩის განმავლობაში, ბასილაშვილს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მოუპოვებია. ჩორიჩმა კი რვა ბრეიკ-პოინტიდან სამი გამოიყენა – ერთხელ პირველ სეტში და ორჯერ – მეორეში.
ბასილაშვილი ცუდად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე: ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების მხოლოდ 55 პროცენტი სიზუსტე ჰქონდა და მეორე მოწოდებით ქულების მხოლოდ 34 პროცენტი აიღო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს არ უნდა ეთამაშა ჰალეს ტურნირზე, რადგან კვალიფიკაცია წააგო, მაგრამ ერთ-ერთი მოთამაშის ტრავმის გამო, ძირითად ბადეში მაინც მოხვდა.