ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა. კვალიფიკაციის ფინალში მსოფლიოს 87-ე ჩოგანი 57 წუთში დამარცხდა ამერიკელ დენის კუდლასთან, რომელმაც 112-ე ნომერია კლასიფიკაციაში. მატჩის ანგარიშია – 6:2, 6:4.
პირველ სეტში ბასილაშვილი უშანსოდ იყო – ვერც ერთი ბრეიკ-პოინტის გამომუშავება ვერ შეძლო და ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.
მეორე პარტიაში კუდლა კვლავ გავიდა ბრეიკით წინ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ბასილაშვილმა გაბრძოლება – ოთხჯერ ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მაგრამ უკუბრეიკი მაინც ვერ შეასრულა და ტურნირს გამოეთიშა.