ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის „მასტერსის“ მეორე წრეში მოგებით, ამ ტურნირზე შარშან ნაჩვენები შედეგი უკვე გააუმჯობესა. 2018 წელს, ნიკა 1/16 ფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას, ახლა კი მერვედფინალის საგზურის აქვს მოპოვებული.
შესაბამისად, ბენუა პერის დამარცხების შემდეგ, ბასილაშვილს კლასიფიკაციაში 45 ქულა მოემატა და ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში 26-დან 24-ე ადგილზე გადავიდა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ოთხშაბათს გაირკვევა, როცა ერთმანეთს ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ესპანელი პაბლო კარენიო ბუსტა შეხვდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მერვედფინალის მოგებას შეძლებს, 1575 ქულას დააგროვებს და ძალიან მიუახლოვდება ტოპ-ოცეულს.