ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიოს 278-ე ჩოგანს შეხვდება #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიოს 278-ე ჩოგანს შეხვდება #1TVSPORT

ლონდონში გაიმართა „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის ძირითადი ბადის წილისყრა. ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში 36 წლის ჩეხ ვეტერანს ლუკაშ როსოლს შეხვდება, რომელიც დღეს მსოფლიოს კლასიფიკაციაში 278-ე ნომერია და ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

ATP-ის დონეზე ისინი ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2016 წელს ავსტრიის კიტცბუელის ტურნირზე ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო – 6:4, 7:6. ამავე წელს ისინი შანხაის „ჩელენჯერშიც“ დაუპირისპირდნენ და ამ შემთხვევაში ჩეხმა სამ სეტში გაიმარჯვა – 7:6, 4:6, 7:6.

ბასილაშვილსა და როსოლს შორის მოგებული მეორე წრეში ფრანგების – ბენუა პერისა და კუენტენ ჰალისის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ბასილაშვილს უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი 2015 წელს ჰქონია, როცა მესამე წრემდე მოახერხა გასვლა. შარშან, ქართველი პირველივე წრიდან გამოეთიშა ტურნირს, როცა სამ სეტში წააგო ენდი მარეისთან.