ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 2023 წლის გათამაშებას გამოტოვებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2023 წლის უიმბლდონის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ქართველი ჩოგბურთელი ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.
ბასილაშვილს მარჯვენა ხელის ტრავმა დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა, მან ოპერაცია ივნისის დასაწყისში გაიკეთა. როგორც ჩოგბურთელი აცხადებდა, ტკივილი საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა.
ATP-ის განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 321-ე ადგილს იკავებს. ბოლოს მან გამარჯვების მოპოვება მიმდინარე წლის თებერვალში შეძლო. კარიერის მანძილზე ნიკოლოზს ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, კლასიფიკაციაში კი მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 ადგილია. უშუალოდ უიმბლდონზე ბასილაშვილი ორჯერაა გასული მესამე რაუნდში, მან ეს 2015 და 2022 წელს მოახერხა.
2023 წელს უიმბლდონის ძირითადი ეტაპი 3 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება.